Thursday, December 5, 2013

20 საინტერესო ფაქტი YouTube-ს შესახებ


  • 418



20 უაღრესად საინტერესო ფაქტი #1 ვიდეო-პორტალის შესახებ.
1.YouTube-ს სამივე(Steve Chen, Chad Hurley, Jawed Karim) დამაარსებელი მუშაობდნენ Paypal-ზე, სანამ პროექტს შექმდნინენ.
2. დომეინმა YouTube-მ გაიარა რეგისტრაცია წმინდა ვალენტინის დღეს.
3. საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების 70% ამერიკელია, ხოლო საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების ნახევარი კი 20 წელზე პატარაა.
4. YouTube, რომ იყოს ჰოლივუდური კინოკომპანია, მას ექნებოდა საკმარისი მასალა, რომ ყოველი კვირის ბოლოს გამოეშვა 60 000 ახალი ფილმი.

სიამის მებრძოლი თევზი


  • 38


ბანგკოკელმა ფოტოგრაფმა, ვისარუტე ანგკატანავიმ შექმნა ფოტოების სერია სიამის მებრძოლ თევზებზე. ფოტოები ხაზს უსვამს თევზის ფარფლებსა და შეფერილობას.

ფოტოები არის ძალიან სადა და პროფესიონალური, თეთრი ან შავი ფონით. ეს იძლევა ეფექტს, თითქოს თევზი სრულიად უწონო, გარესამყაროსგან იზოლირებულია.
დასავლეთში სიამის მებრძოლი თევზი ბეტას სახელითაა ცნობილი. ისინი ძირითადად ბინადრბენ ტაილანდის, ლაოსის, ვიეტნამისა და კამბოჯის ბრინჯის პლანტაციებში. ეს ჯიში მე-19 საუკუნეში განავითარეს თავიანთი მესაკუთრე თვისებების გამო (ისინი ტერიტორიული აგრესიის მოყვარულები არიან). ორი მამალი თევზი ერთმანეთს ტერიტორიისთვის მანამ ებრძოლება, სანამ რომელიმე მათგანი არ დაიღუპება.
მეცნიერებმა შეძლეს უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ ეს ჯიში და გამოიყვანეს ისეთი თევზიც, რომელიც მეტალის ან მარმარილოს ეფექტს ახდენს.
თუ დააპირებთ ამ თევზების ყოლას, ეცადეთ ორმა მამალმა თევზმა ერთად არ იცხოვრონ, თორემ ისინი აუცილებლად დაიწყებენ ტერიტორიისათვის ბრძოლას













საინტერესო საახალწლო რეკორდები


  • 30


თუ გაინტერესბთ უცნაური საახალწლო რეკორდები, მაშინ ეს პოსტი სწორედ, რომ თქვენთვისა.
ყველაზემ მეტი სამახსოვრო ნივთების კოლექცია სანტა-კლაუსისგან
ჟან-გი ლაკერს აქვს შეგროვებული 25 104 განსხვავებული ნივთი. პირველი სუვენირი მას გაუჩნდა 1988 წელს. მის კოლექციაში შედის 2360 ქანდაკება, 2846 ბარათი და 33 შტატიდან ღია ბარათები, 1312 სალფეთქი და 241 გულსაბნევი.
ყველაზე დიდი სანტა-კლაუსი მსოფლიოში
ყველაზე დიდი სანტა კლაუსის სიმაღლე არის 15.6 მეტრი, ხოლო 11 მეტრი კი სიგანეში. ეს სანტა ამშვენებდა სავაჭრო ცენტის – ტანგლინ მოლის შესასვლელს სინგაპურში 1996 წელს. სანტა-კლაუსის წონა იყო 2.5 ტონა და გაკეთებული იყო პენოპლასტისგან და მეტალისგან.
ყველაზე ძვირფასად გაფორმებული საშობაო ნაძვის ხე
ყველაზე მდიდრულად გაფორმებული ნაძვის ხე დადგმული იქნა 2002 წელს კლუბში სახელად “ცუნამაში მისუი”, ტოკიოში საიუველირო მაღაზიაში. ნაძვის ხე იყო გაფორმებული 83 ცალი საიუველირო ნაკეთობით და საერთო ჯამში იყო 1 357 785 000 იაპონური იენი, რაც დოლარზე არის 16 მილიონი ამერიკული დოლარი.
ყველაზე გრძელი წინდა

Friday, November 29, 2013


,,ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი , როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ, ავხორცობისა და ღორმუცელობის ნეტარება რომ გვეკმარა, არაფერიც არ მოხდებოდა. რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსსა და ნათესავს? რა თქმა უნდა, ადამიანი–ქმნილების გვირგვინი, რომელმაც მოიგონა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე და ქველმოქმედება…’’ (რემარკი)
რა მწარედ ცდება ყველა, ვისაც აუცილებლად მიაჩნია, ბავშვებს სისასტიკით, სუსხითა და მიუკარებელი მედიდურობით მოექცნენ. მათ ჰგონიათ, აბსოლუტური ჰეგემონობით ბავშვებში პატივისცემას აღვძრავთო, და მართლაც, აღძრავენ კიდეც, მაგრამ ცივ, მოშიშარ, მთრთოლვარე პატივისცემას , ამით ხელს ჰკრავენ ბავშვებს, თავიდან იშორებენ, უნებურად გულჩათხრობილობასა და სიცრუეს აჩვევენ.
არაფერი არ მოქმედებს ისე საშინლად ნორჩ სულზე, როგორც გულცივობა და მედიდურობა, რითაც მათ გულმხურვალე გრძნობებს განდობით უხვდებიან. არაფერი არ შეიპყრობს ისეთი მომაკვდინებელი სიცივით , როგორც კეთილგონივრული რჩევა და შეგონება იქ, სადაც იგი თანაგრძნობას ელის.არასრულწლოვანის ფსიქიკაში სადაც არ არის ლოგიკა, არც უდავო ფაქტები და არც რეალური ცნობიერება, მის არსებაში სიყვარულისა და მეოცნებე სულის ძახილი,ჰუმანიზმისა და მარადიული სილამაზის ძახილი, სულის უზენაესი აფორიაქებაა, მაგრამ, ერთხელ, ორჯერ რომ მოტყუვდება, თავის თავში ჩაიკეტება, შეიგნებს მარტოობას, განაპირებას, განცალკევებას იმათგან, ვინც ესოდენ სიყვარულითა და მშობლიური გრძნობით იყო გამსჭვალული მის ირგვლივ. მასში ეგოიზმი ვითარდება… თუ ეს არ ხდება, მაშინ შეძლება მოხდეს სულ სხვა რამ: ადამიანური ინდივიდუალობა თავისი ბუნებით ვერ ითმენს გაუცხოებასა და მარტოობას, თავის მსგვსთა თანაგრძნობა, მინდობილობა სწყურია– და აი, ბავშვებიც ერთმანეთს უმეგობრდებიან, ადგენენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც საერთო და შეერთებული ძალებით დაფარული საიდუმლოებანი აქვს. ამას სიკეთემდე არასდროს არ მიჰყავს არასრულწლოვანი.
რა არის არასრულწლოვანება? იმანუელ კანტი ამბობდა:,, არასრულწლოვანება ნიშნავს უუნარობას იმოქმედო საკუთარი გონების კარნახით, სხვისი მითითებების გარეშე“. როგორ შემიძლია მე საზოგადოების ემანსიპიცირება, დრომოჭმული დოგმებისა და წარმოდგენების მორჩილებიდან გათავისუფლება? რა შემიძლია გავაკეთო დიფერენციაციის, მშობლებისა და საზოგადოების დესპოტიზმის, არაშემწყნარებლობის წინააგმდეგ? რა თქმა უნდა არაფერი, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი ვარ, არასრულწლოვნებს კი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არც კანონი და არც მშობლები რთავს. სწორედ ეს ვითარება აიძულებთ მათ ჩაიდინონ დანაშაული, მაგრამ ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაიჭრას..მაგრამ ყველაზე მნიშვველოვანი მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახია.ჩამოყალიბება არ გულისხმობს მის-სრულყოფილად ქცევას,იგი გულისხმობს პიროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას,მისი სულის გამოვლინებას და რათქმაუნდა სიცოცხლის სურვილს. სურვილს იცხოვრო და გააკეთო რაღაც არა მარტო საკუთარი თავისთვის არამედ სხვისი ბედნიერებისთვისაც.      ყველაფერი აღმზრდელია: ადამიანები, ნივთები, მოვლენები, მაგრამ უწინარეს ყოვლისა და ყველაზე  უფრო მეტად ადამიანები გვზრდიან. აღზრდის პირველ ხანებში ყველაზე    მნიშვნელოვანია ოჯახი, მშობლები, დედა. დედა დიდი განათლების ადამიანი უნდა იყოს, კრისტალურად პატიოსანი და უმწიკლო. პატიოსნება ხასიათის უანგარობა, მოუსყიდაობაა, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით ის არა მარტო ბავშვებს აჯადოებს, არამედ ღრმა კვალსაც სტოვებს მთელ მათ მომავალ ცხოვრებაზე. სახელმწიფომ მონიტორინგი უნდა აწარმოოს ოჯახში– ბავშვის აღზრდის შესახებ, აღკვეთოს არასრულწლოვანის წინააგმდეგ მიმართული ფიზიკური, მატერიალური თუ სულიერი შეურაცხყოფა. ქაოსური მდგომარეობა ოჯახში, ყოველ წუთს გარკვეულ ცვლილებებ ახდენს ბავშვის პიროვნებაში. ბავშვის ფსიქიკა დეფორმაციას განიცდის და ექსპლოატატორთაგან განთავისუფლებისათვის იბრძვის. ეს უკანასკნელი აიძულებს მათ შეიძინონ ბიწიერება ან ცუდი ჩვეულება, რაც საზოგადოებრიობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.